აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დალი ხომერიკი, წალენჯიხის რაიონის სოფელ წყოუშთან დაკავებული 12 მოსწავლისა და მათი მშობლების მდგომარეობის გასაცნობად დღეს ზუგდიდში გაემგზავრა.
დალი ხომერიკი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, 15:30 საათზე, ზუგდიდში, აფხაზეთის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ოფისში სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.