საპარლამენტო კომიტეტები სოჭის ოლიმპიადის და 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის ანალოგების საკითხებს განიხილავენ.
საკითხზე საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისია და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განხილული იქნება 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის დეტალები და იმსჯელებენ, თუ რა მოქმედებები და ნაბიჯებია საჭირო, რათა ყველა დასავლურმა სახელმწიფომ 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას ანალოგიური ბოიკოტით უპასუხოს.
"საქართველოს პარლამენტის მიზანი არ არის სოჭის ოლიმპიადის ჩაშლა, თუმცა, სურთ აღინიშნოს, რომ მსოფლიოს საქმე იგივე აგრესორ სახელმწიფოსთან აქვს, რომელთანაც 1980 წელს ჰქონდა. რუსეთი ისევე შეიჭრა საქართველოში გასულ წელს, როგორც საბჭოთა კავშირი შეიჭრა ავღანეთში 1979 წელს, რის გამოც მთელმა დასავლურმა სამყარომ მოსკოვის ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა", _ განმარტავენ კომიტეტების წარმომადგენლები.