რომის მეოთხე კინოფესტივალზე აჩვენეს ბოლო ფილმი, ჰიტ ლეჯერის მონაწილეობით, რომელიც 28 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა.
ფილმის რეჟისორია ტერი გილიანი. კონოფესტივალის ფარგლებში იმართება რეტროსპექტივა, რომელიც მსახიობს ეძღნება.
უნდა აღინიშნოს, რომ ფილმთან დაკავშირებული სიძნელეები ჯერ კიდევ მისი გადაღებისას წარმოიშვა, რადგან მსახიობი ფილმზე მუშაობის პერიოდში დაიღუპა.
ამ როლისათვის მსახიობი გარდაცვალების შემდეგ "ოსკარით" დაჯილდოვდა.
მსახიობის გარდაცვალების შემდგომ მისი როლის გაგრძელების სურვილი მისმა მეგობრებმა ჯონ დეპმა, ჯოდ ლომ და კოლინ ფარელმა განაცხადეს.
კლასიკური ფაუსტისებური ფილმის სიუჟეტი თანამედროვე ინდუსტრიალურ ქალაქში ვითარდება. სამუდამო სიცოცხლისთვის გაყიდული სული, სიყვარული და შემდგომ განვითარებული მოვლენები მაყურებელს გულგრილს ვერ ტოვებს.
ჰიტ ლეჯერის ყველაზე ცნობილ როლებს მიეკუთვნება მის მიერ განსახიერებული სახეები ფილმებში - "პატრიოტი", "რაინდის ისტორია", "ძმები გრიმები", "კაზანოვა", "კუზიანი მთა", რომელშიც შესრულებული როლისთვის მსახიობი ოსკარზე იყო ნომინირებული.