დაღესტნის შს სამინისტროს ინფორმაციით, მახაჩკალაში კიროვის რაიონის მილიციის თანამრომელი მოკლეს. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა მილიციელის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში მოხდა.
მილიციელის ბინის კარზე უცნობმა პირმა დააკაკუნა და როდესაც სახლის პატრონმა კარი გააღო ბოროტმოქმედმა მას ჯერ ჯერობითY დაუდგენელი ტიპის იარაღიდან ესროლა. მილიციელი საავადმყოფოი მიყვანამდე გარდაიცვალა. მიმდინარეობს გამოძიება.