დღეს, 8 იანვარს ავიაკომპანია "აირზენა საქართველოს ავიახაზები" 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, მოსკოვის მიმართულებით პირველ ჩარტერულ რეისს შეასრულებს.
თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 12:30 საათზე გაფრინდება და მოსკოვში, დომოდედოვოს აეროპორტში, 2 საათში დაეშვება.
რუსეთის საავიაციო ხელისუფლებისგან ~აირზენამ~ 8, 9 და 10 იანვარს პირდაპირი ავიარეისების განხორციელებაზე თანხმობა გასული წლის 31 დეკემბერს მიიღო. ავიაკომპანიაში იმედოვნებენ, რომ ჩარტერული რეისების შესრულებას 16, 20 და 24 იანვარსაც შეძლებენ.