რომის პოლიციამ 52 წლის იტალიელი ბიზნესმენის სახლში აღმოაჩინა სათამაშო გიტარა, რომელიც მხატვარმა პაბლო პიკასომ საკუთარი შვილისთვის გააკეთა.
პოლიციამ ნივთი ხანგრძლივი გამოძიებისნ შემდეგ იპოვა, რომელიც პიკასოს მეგობრის მხატვარ ჯუზეპე ვიტორიო პარისის ქვრივის მოთხოვნის საფუძველზე დაიწყო.
სწორედ პარისმა პიკასოსგან ნივთი საჩუქრად მიიღო, ხოლო იტალიელმა ბიზნესმენმა, რომლის სახელიც არ ხმაურდება, პარისს მოტყუებით გამოსძალა ნივთი. ბიზნესმენს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდება.