შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი დღეს, სოფელ ატენში, გარდაცვლილი იპოვეს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.
დეტექტივის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.