დღეს, 30 დეკემბერს, პარლამენტის წევრები ქალთა და არასრულწლოვანთა საერთო და მკაცრი რეჟიმის №5 დაწესებულებას ესტუმრებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, დეპუტატები დაწესებულებაში არსებულ ვითარებას გაეცნობიან და ქალებს და არასრულწლოვან პატიმარ გოგონებს საახალწლო საჩუქრებს მიუტანენ.
რუსუდან კერვალიშვილთან და ეკა ხერხეულიძესთან ერთად პატიმარ ქალებს უწყების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, მინისტრის მოადგილე ლევან ზარანდია და სახალხო დამცველი გიორგი ტუღუშიც მოინახულებენ.