ქუჩიდან გადაწყდება რეჟიმის ბედი და არა ინსტიტუტებიდან, რომლებიც არ არსებობს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
მისი თქმით, თავისუფალი არჩევნები მაშინ ჩატარდება, როცა რეჟიმი ქუჩიდან გატყდება.
„ქუჩიდან გადაწყდება რეჟიმის ბედი და არა ინსტიტუტებიდან, რომლებიც არ არსებობს. თავისუფალი არჩევნები მაშინ ჩატარდება, როცა რეჟიმი ქუჩიდან გატყდება. პარტიებს განაჩენს ქართველი ამომრჩეველი გამოუტანს და არა რუსეთის ვასალი რეჟიმი. საკრებულოს გამოგლეჯილ მანდატებს უნდა მოუჭიროს ახლა „ლელომ“ და მალე ჩავა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.