ვერავის ვერ გააუქმებს, ვერც პაპუაშვილი, ვერც მათი კენგურუ სასამართლო, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოდ მოიხსენიებენ, თუმცა სინამდვილეში ისეთივე პოლიტიკური წარმონაქმნია ივანიშვილის ხელში, როგორც თავად შალვა პაპუაშვილი, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ “ფორმულას” ეთერში.
თინა ბოკუჩავას თქმით, პაპუაშვილის, ამ გაბოროტებული ჯამბაზის გამოსვლას სერიოზულად არავინ იღებს.
“ვერავის და ვერაფერს გააუქმებენ, მათ შორის, ვერც ნაციონალურ მოძრაობას. იმიტომ, რომ პარტია ადამიანების ერთობაა, რომლებიც ერთიანდებიან ღირებულებების, ფასეულობების, მისწრაფებების და მიზნების ირგვლივ - ესენი კი არის საქართველოს უკეთესი მომავალი.
ეს მიზნები არის რომ - საერთაშორისო შეხვედრებზე საქართველო წარმოდგენილი იყოს ღირსეული ხელისუფლებით, რომელიც გაატარებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და რომელიც შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში. ეს კი იმდენად დიდი მიზანია, რომ ამის განადგურება, გაცამტვერება აკრძალვა და ლიკვიდაცია ვერ შეძლო პუტინმა და, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ვერც ბიძინა ივანიშვილი”, - თქვა ბოკუჩავამ.
მისივე თქმით, ეს ცირკი ჩვენ უნდა მივიღოთ, როგორც უდიდესი შესაძლებლობა, იმისთვის რომ შევქმნათ სწორი ერთობა.
დღეს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჩამოთვალა პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ. ეს პარტიებია: ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა, კოალიცია ცვლილებისთვის - შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე და ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის.