საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას მოითხოვს.
"ტერორი საქართველოში - საბოლოო ნაბიჯი! ყველა ინდივიდუალური და კოლექტიური თავისუფლების შეზღუდვის შემდეგ, „რუსულმა“ რეჟიმმა გადაწყვიტა აკრძალოს სამივე მთავარი ოპოზიციური პარტია. მე მკაცრად ვგმობ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რუსული ტიპის ავტორიტარულ რეჟიმად ქცევას", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია: "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო - ძლიერი საქართველო", "კოალიცია ცვლილებისთვის".