საქართველო-ნატოს კომისიის სხდომა ბერლინში 14-15 აპრილს გაიმართება.
ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა და აქვე განმარტა, რომ ნატოს მინისტერიალში მონაწილეობას ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიღებს.
"ლისაბონში გამართული მინისტერიალის შემდეგ ეს არის ნატო-საქართველოს კომისიის პირველი სხდომა, რომელზეც გასულ წელს შესრულებული სამუშაოები შეფასდება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაისახება", - განაცხადა კალანდაძემ.
მინისტერიალზე საქართველოს დელეგაციას, თავად უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს.