იაპონიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7.1 მაგნიტუდა შეადგინა.
მსხვერპლისა დ ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე უცნობია არსებობს თუ არა ცუნამის გამეორების საშიშროება.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში პირველი დამანგრეველი მიწისძვრა ზუსტად ერთი თვის წინ, 11 მარტს მოხვდა, რამაც ცუნამი გამოიწვია. სტიქიური უბედურებების შედეგად ოფიციალური ინფორმაციით, 13 ათასზე მეტი მოქალაქეა დაღუპული. ერთი თვის განმავლობაში ქვეყანაში მიწისძვრა კიდევ რამდეჯერმე გამეორდა.