"ქრისტიან-დემოკრატები" გლდანის დასახლებაში, ვაგონებში მცხოვრებ ოჯახებს დახმარებას პირდებიან.
თბილისის საკრებულოს წევრებმა ჯაბა სამუშიამ და ზაზა გაბუნიამ დღეს საჩუქრები გლდანის დასახლებაში, სოფელ გიორგიწმინდაში ნიკოლაიშვილებისა და გელაძეების ოჯახებს მიუტანეს.
"ნიკოლაიშვილებს ერთი შვილი ჰყავთ, რომელსაც მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა სჭირდება, ნიკოლაიშვილების ოჯახში კი ორი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. ორივე ოჯახი გიორგიწმინდაში, ვაგონებში ცხოვრობს. ისინი მიწის შესყიდვას და ფართის დაკანონებას ვერ ახერხებენ. "ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებამდე მათი გასაჭირის მიტანას და გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას შევეცდებით", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები მსგავსი სახის აქციებს პარტიული შემოწირულობებით თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ყოველკვირეულად მართავენ.