უკრაინი ძალებმა ნოვოროსიისკის პორტის მახლობლად რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორ გემზე დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტო ვოლოდიმირ ზელენსკი ავრელებს და Facebook-ზე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს იერიში ხომალდების წინააღმდეგ.
„ჩვენი მეომრები აგრძელებენ სანქციების გამოყენებას რუსეთის ჩრდილოვანი ნავთობფლოტის წინააღმდეგ, დაარტყეს ორ ასეთ გემს ნოვოროსიისკის პორტის მისასვლელ აკვატორიაში. ეს ტანკერები აქტიურად გამოიყენებოდა ნავთობის გადასაზიდად. ახლა უკვე აღარ,“ - აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალური შტაბის უფროსი ანდრიი ჰნატოვი, ასევე მონაწილეობდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის თანამშრომლები და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები.