ირანი არ გამორიცხავს აშშ-თან დაპირისპირების ახალი ეტაპის დაწყებას მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა უარყო თეირანის ბოლო სამშვიდობო წინადადება.
ამის შესახებ განაცხადა ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა მოჰამედ ჯაფარ ასადიმ განაცხადა. იუწყება CNN.
ასადის თქმით, ვაშინგტონის ქმედებები მიუთითებს, რომ აშშ „არ ასრულებს არცერთ დაპირებას ან შეთანხმებას“. მან ასევე გააფრთხილა, რომ მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ შეიძლება განხორციელდეს „მოულოდნელი მოქმედებები“, რომლებიც მათ მოლოდინებს გადააჭარბებს.
ირანის ოფიციალურმა მედიამ ასევე დაადასტურა ქვეყნის უცვლელი პოზიცია ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის საკითხთან დაკავშირებით.