3 მაისს, დილით რუსმა ოკუპანტებმა კვლავ შეუტიეს სამოქალაქო ტრანსპორტს ხერსონის დნიპროვის რაიონში, დაიღუპა ერთი ადამიანი.
ინფორმაციას ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია და პროკურატურა ავრცელებენ. იუწყება უკრაინული მედია.
დაშავდა კიდევ 4 ადამიანი. მათ აღენიშნებათ კონტუზიები, აფეთქებითი და ნამსხვრევებით მიღებული დაზიანებები.
პროკურატურის ინფორმაციით, ამის შემდეგ კიდევ ერთი იერიში განხორციელდა. დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა. მედიკოსები არ დაშავებულან.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 3 მაისის ღამეს რუსებმა უკრაინას 268 უპილოტო საფრენი აპარატით და „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს. უკრაინელებმა 249 დრონი ჩამოაგდეს.
გუშინ რეგიონში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 29 დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი.
შეგახსენებთ: 2 მაისს, დაახლოებით დილის 7 საათზე, ხერსონის დნეპროვის რაიონში რუსულმა ძალებმა მიკროავტობუსს დრონით დაარტყეს , რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა.