ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში ძლიერმა წვიმებმა სულ მცირე ექვსი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შესახებ Reuters იუწყება. პერნამბუკოსა და პარაიბას შტატებში ათასობით ადამიანი საცხოვრებლის გარეშე დარჩა.
პერნამბუკოში ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალდიდობები და მეწყრი შტატის დედაქალაქ რესიფისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ორი ადამიანი დაიღუპა რესიფიში, კიდევ ორი - მეზობელ ოლინდაში, ხოლო დაახლოებით 1 500 ადამიანი ევაკუირებულია.
პარაიბას შტატში ორი ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 1 800 ადამიანო კი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა ან უსახლკაროდ დარჩა.
ბრაზილიის ინტეგრაციისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქები: კონდე, ჟუან პესოა და კამპინა გრანდე.