არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა სრულად გახსნა საჰაერო სივრცე და უსაფრთხოების დროებითი ზომები გააუქმა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის მთავარი სამმართველომ განაცხადა.
„გადაწყვეტილება მიღებულია ოპერატიული პირობებისა და უსაფრთხოების ვითარების ყოვლისმომცველი შეფასების შემდეგ, შესაბამის ორგანოებთან კოორდინაციით. უსაფრთხოების უმაღლესი დონის უზრუნველსაყოფად გრძელდება სიტუაციის მუდმივი მონიტორინგი რეალურ დროში,“ - ნათქვამია განცხადებაში.
თებერვალში ისრაელისა და აშშ-ის ომმა ირანის წინააღმდეგ ავიამიმოსვლის მასშტაბური შეფერხება გამოიწვია , როგორც ახლო აღმოსავლეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
კერძოდ, 28 თებერვალს საკუთარი საჰაერო სივრცე სრულად ან ნაწილობრივ დახურეს არა მხოლოდ ისრაელმა და ირანმა, არამედ ასევე ერაყმა, იორდანიამ, ბაჰრეინმა, ქუვეითმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. საკვანძო აეროპორტებმა დუბაიში, აბუ დაბიში და დოჰაში დროებით შეწყვიტეს მუშაობა. რეისების გაუქმებამ და დაგვიანებამ ათიათასობით ადამიანი დააზარალა.