გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიქტატორია.
შოლცის თქმით, „უბრალოდ არასწორი და საშიშია პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმაციის უარყოფა“.
„სიმართლე ასეთია: ვოლოდიმირ ზელენსკი არის არჩეული უკრაინის სახელმწიფოს მეთაური. ის, რომ ომის დროს სათანადო არჩევნები არ ტარდება, უკრაინის კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობას შეესაბამება. არავინ არ უნდა ამტკიცებდეს სხვაგვარად“, - თქვა ზელენსკიმ.
გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით უკრაინაში ომი.
„უკრაინა თითქმის სამი წელია იცავს თავს რუსეთის დაუნდობელი აგრესიული ომისგან. ყოველ დღე“, - განუცხადა შოლცმა Spiegel-ს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის განცხადებებს, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინელებს შორის სავარაუდოდ 4%-ს შეადგენს.
კონკრეტულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპი რუსული დეზინფორმაციის მსხვერპლი გახდა.
ამის შემდეგ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა და თქვა, რომ ზელენსკიმ სწრაფად უნდა იმოქმედოს, რათა უკრაინა გადარჩეს, როგორც ქვეყანა.