აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობა ძირითადად დამოკიდებულია იმაზე შესაძლებელი იქნება თუ არა მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა
რუბიომ თქვა, რომ მან 18 თებერვალს ერ-რიადში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების დროს განიხილა ტრამპის შეხვედრა პუტინთან.
თუმცა მან ლავროვს და რუს ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ "შეხვედრა არ იქნება მანამდე, ვიდრე არ გავიგებთ, რაზე იქნება საუბარი", - დასძინა რუბიომ.
„როგორც წესი, ასეთი შეხვედრები არ იმართება ვიდრე რაიმე შედეგი არ იქნება ცნობილი ან რაიმე პროგრესი არ მოხდება“, - განმარტა რუბიომ.
თუმცა, თუ აშშ და რუსეთი შეძლებენ პროგრესის მიღწევას მოლაპარაკებებში უკრაინაში ომის დასასრულებლად და ტრამპის შეხვედრა პუტინთან გაამყარებს შეთანხმებას, მაშინ "ყველამ უნდა აღიაროს პრეზიდენტი ტრამპი, როგორც მშვიდობისმყოფელი", - თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, თქვა, რომ სავარაუდოდ თებერვლის ბოლომდე მას პირადად შეხვდებოდა, რუბიომ თქვა, რომ არ იცის, როდის შეიძლებოდა ეს მოხდეს.
ამავე დროს, მისი თქმით, ამერიკის პრეზიდენტს სურს იცოდეს, რამდენად სერიოზულად უყურებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულებას. ამის გადამოწმების ერთადერთი გზა არის მოსკოვის პირდაპირ დაუსვან კითხვა.
რუბიოს განმარტებით, საუდის არაბეთში მოლაპარაკებებში ერთადერთი შეთანხმება იყო მშვიდობის შესახებ საუბრის გაგრძელების განზრახვა.