უკრაინისთვის გაგზავნილი თანხების დიდი ნაწილი ამერიკელი პოლიტიკოსების, დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და ზოგიერთი რესპუბლიკელის ხელში აღმოჩნდა, - ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი X-ზე წერს.
"უკრაინისთვის გაგზავნილი თანხების დიდი ნაწილი სინამდვილეში ამერიკელი პოლიტიკოსების, დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის და ზოგიერთი რესპუბლიკელის ხელში აღმოჩნდა. ესაა მიზეზი, რის გამოც ზელენსკი ამბობს, რომ თანხის მხოლოდ ნახევარი მიიღო." - წერს ილონ მასკი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა: „ჩვენ უნდა გავარკვიოთ სად წავიდა ფული. ზელენსკიმ თქვა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც აშშ-მა უკრაინას გადასცა, კიევს მივაწოდეთ 350 მილიარდი დოლარი, შეიძლება, ცოტა ნაკლები”.