ტელეკომპანია მთავარი არხის განცხადებით, ტელევიზიის თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა.
ტელეკომპანიის ცნობით, არხს აღარ აქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.
"მთავარი არხის" თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.
გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში:
საინფორმაციო გამოშვებები
სპეც-ეთერები
პოსტ-ფაქტუმი
მთავარი შაბათს
დღის სტუმარი
განსხვავებული აქცენტები
ღამის მთავარი
შენი დილა
შენი შუადღე
შენი შუაღამე
ლიტერატურული სამკუთხედი
მთავარი მსოფლიოში
ამ დროისთვის "მთავარი არხის" ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად.
მთავარი ხართ თქვენ", - წერია განცხადებაში.