აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის გააორმაგოს სანქციები, რათა აიძულოს რუსეთი დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კიტ კელოგმა განაცხადა.
კელოგის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ამჟამად დაახლოებით 10-ბალიანი შკალით 3 ბალს შეადგენს „ეკონომიკური ზეწოლის მტკივნეული“ ხარისხის თვალსაზრისით.
კელოგმა აღნიშნა, რომ თავად აშშ-ის სანქციები, რომლებიც მიმართულია რუსეთის მომგებიან ენერგეტიკულ სექტორზე - ფორმალურად ორჯერ მაღალია, მაგრამ მათი გაძლიერების სივრცე ჯერ კიდევ არსებობს.
„ნამდვილად შესაძლებელია სანქციების გაძლიერება - განსაკუთრებით ბოლო სანქციების [ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის წინააღმდეგ].
ეს ხსნის უამრავ შესაძლებლობას რაიმეს გასაკეთებლად. და თუ ვინმეს ესმის ბერკეტი, ეს არის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ის, რაც მან გააკეთა ბოლო დროს [სხვა საგარეო საკითხების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით]“ - აღნიშნა კელოგმა.