აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა და ის აშშ-სა და ისრაელის მიმართ მიკერძოებულ ქმედებებში დაადანაშაულა. იუწყება BBC
აღმასრულებელ განკარგულებას ხელი ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფიციალური ვიზიტის დროს მოაწერა.
დოკუმენტი ითვალისწინებს ფინანსური და სავიზო სანქციების შემოღებას იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც ეხმარებიან აშშ-ის მოქალაქეების ან აშშ-ის მოკავშირეების წინააღმდეგ ICC-ის გამოძიებას.
ბრძანებაში ნათქვამია, რომ ICC-ის ქმედებებმა „საშიში პრეცედენტი შექმნა“, რომელმაც შესაძლოა ამერიკელი მოქალაქეებისა და სამხედროების დევნა და დაპატიმრება გამოიწვიოს.
”[ICC-ის] ეს ბოროტი ქმედება საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების სუვერენიტეტს და ძირს უთხრის მნიშვნელოვან ეროვნულ უსაფრთხოებას”, - ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.