პარტია "საქართველოსთვის" გამოეხმაურა იაპონიაში საქართველოს ელჩისა და უტა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, იაპონიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
პარტიის განცხადებით, ჩნდება ეჭვი, რომ დიპლომატიური ფოსტა სანქციების ასარიდებლად და შავი ფულის გადასატანად გამოიყენება.
"ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში.
ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც.
ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს", - წერია განცხადებაში.