ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, 4 დაკავებულს, რომლებიც კლინიკაში იზოლატორიდან შეიყვანეს, თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. კლინიკის ექიმის ცნობით, ერთ-ერთ დაშავებულს აღენიშნება თვალბუდის დაზიანება, თუმცა ამ ეტაპზე ის ოპერაციას არ საჭიროებს.
„გუშინ, საღამოს, დაახლოებით 22:00 საათზე, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან 5 დაშავებული შემოიყვანეს. აქედან 4 პაციენტი ჰოსპიტალიზებულია, ერთმა პაციენტმა საკუთარი სურვილით დატოვა კლინიკა, სხვა კლინიკაში გადავიდა. ძირითადად აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმა. თავის ტვინის შერყევით არის მოთავსებული ოთხივე პაციენტი“, - აღნიშნა ექიმმა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება 10 - მდე პირს დასჭირდა.
ფოტო: პუბლიკა