ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის ადვოკატი შოთა კახაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება უსაფუძვლოდ, პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
“გიორგი ქადაგიძე საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. როგორ ჩვენთვის ცნობილია, იგი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. ცხადია, იგი დაკავებულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პოლიტიკური ნიშნით და როგორ განვითარდება მოვლენები ამასთან დაკავშირებით უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი, - განაცხადა შოთა კახიძემ. მის კომენტარს „ტვ პირველი“ ავრცელებს.