საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა დასრულდა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმე გამოიკითხა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ თავად ივანიშვილს 5 თებერვალს დისტანციურ რეჟიმში გამოკითხავენ.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის თქმით, დისტანციური დაკითხვის შუამდგომლობა უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება.
გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ივანიშვილმა ვერ გაბედა სასამართლოზე მისვლა და საკუთარი "სიმართლის" მტკიცება.
"მოითხოვა დაზარალებულმა მხარემ, რომ ივანიშვილის ასაკის გამო და იმის გამო, რომ მოუწევდა დიდხანს კითხვებზე პასუხი და მისი ასაკი გასათვალისწინებელი იყო, მოითხოვეს დისტანციურად დაკითხვა. ანუ, ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა მართავდეს ქვეყანას, არ შეუძლია ასაკის გამო, რომ გამოცხადდეს სასამართლოში. " - განაცხადა სასამართლოს დასრულების შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა.