აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინასთან, რუსეთთან და სხვა მხარეებთან.
"ჩვენ ჩვენ ვმუშაობთ უკრაინასთან და რუსეთთან. გვაქვს დაგეგმილი შეხვედრები და საუბრები სხვადასხვა მხარეებთან, კერძოდ უკრაინასთან და რუსეთთან. ვფიქრობ, დისკუსიები კარგად მიდის", - აღნიშნა ტრამპმა.
რამდენიმე საათით ადრე, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგმა განაცხადა, ომის დასასრულებალდ რომ ორივე მხარეს მოუწევს დათმობაზე წასვლა. მისივე თქმით, აშშ-ს სურს უკრაინაში არჩევნების ჩატარება.
”დროთა განმავლობაში ჩვენ გვექნება დისკუსიები ყველასთან და სავარაუდოდ უახლოეს ხანებში. და ეს ორივე მხარისთვის კარგია”, - - თქვა კელოგმა.