გერმანიის კანცლერობის კანდიდატი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკიდან, ფრიდრიხ მერცი, პირობას დებს, რომ გერმანიაში შესვლას აუკრძალავს იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ მოქმედი ბინადრობის დოკუმენტები.
ის შესაბამის განკარგულებას გამოსცემს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კანცლერის თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს. ფრიდრიხ მერცმა აღნიშნულოი განცხადება გააკეთა ხუთშაბათს, 23 იანვარს, აშაფენბურგში დანით თავდასხმიდან მეორე დღეს, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი წლის გოგონა.
"მოთმინების ფიალა საბოლოოდ აივსო", - ხაზგასმით აღნიშნა მერცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, აშაფენბურგში დანით თავდასხმამ აჩვენა სრულიად აღვირახსნილი სისასტიკის ახალი დონე", რომელიც იყო ათწლეულების" არასწორი საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგი.
მერცის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავე, 28 წლის ავღანეთის მოქალაქე ენამულა ო. უკვე რამდენჯერმე მოექცა პოლიციის ყურადღების ცენტრში მისი ძალადობრივი ქცევის გამო და გაიარა ფსიქიატრიული მკურნალობა, მაგრამ მისი დაგეგმილი დეპორტაცია გაურკვეველი მიზეზების გამო არ განხორციელებულა.