გუშინ, გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ვატარებდი ბრიფინგს. შუა ბრიფინგისას, TV Imedi-ს ჟურნალისტი, სრულად არაადეკვატურად, სერიოზული სახით მეკითხება: “რამდენი სქესი არსებობს?” - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
“გუშინ, გიორგი გახარიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ვატარებდი ბრიფინგს.
შუა ბრიფინგისას, TV Imedi-ს ჟურნალისტი, სრულად არაადეკვატურად, სერიოზული სახით მეკითხება: - “რამდენი სქესი არსებობს?”
პასუხის ბევრი სახალისო ვერსია შეიძლებოდა:
- 41;
- იქნებ ირაკლი რუხაძეს ჰკითხოთ;
- მამრობითი, მდედრობითი და ტვ “იმედი”;
- მამრობითი, მდედრობითი და ტვინნაღრძობი ფუნდამენტალისტი ქოცები;
- ტვ იმედზე და “ოცნების” ოფისში საუკეთესოდ გაგარკვევენ ამაში….
მაგრამ ამ პროპაგანდისტ ავადმყოფებთან ამ ტიპის კომუნიკაციაში არასდროს უნდა შეხვიდეთ!
ერთი რამ დაზუსტებით ვიცი, ვინც ახლა ამ არაადეკვატური სიგიჟითაა დაკავებული,
არც მამრობით სქესს წარმოადგენს და არც მდედრობითს!“ - წერს ბერდია სიჭინავა.