მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა.
შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამოსვლა და მესამე გამარჯვება იყო.
მერაბ დვალიშვილმა ტურნირზე მონაწილეობა აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის მიუხედავად მიიღო. 11 ნოემბერს მას და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს, სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ. მომხდარის შემდეგ ქართველი სპორტსმენები დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.
დვალიშვილს RAF-ის ეგიდით მანამდე ფრენკი ედგარი და ჰენრი სეხუდო ჰყავდა დამარცხებული.