კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გამოეხმაურა ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტაციას.
"ის რაც ახლა ახალი თეატრის წინ ხდება, ახალი სიტყვაა როგორც ქართული თეატრის, ისე ქართული პროტესტის ისტორიაში.
ამ ქვეყანაში არათუ დაუჭერიათ, არაერთი მსახიობი ჰყავთ დახვრეტილი, მაგრამ ისტორიას არ ახსოვს ასეთი მძაფრი და ერთსულოვანი პროტესტი.
ივანიშვილმა ქველმოქმედის იმიჯი შეიქმნა თეატრების რემონტითა და მსახიობების დაფინანსებით და ალბათ ვერც წარმოიდგენდა რომ მის წინააღდეგ ყველაზე ერთსულოვნად და მტკიცედ მსახიობები დადგებოდნენ.
ივანიშვილმა არ უსმინა ჰამლეტის შეგონებას (შეგონებები უყვარს) - საფლავის ქვაზე ცუდი წარწერა გერჩიოს, მსახიობების გადაკიდებასო", - წერს მელია სოციალურ ქსელში.