ახალი თეატრი გადის რეგიონებში. ყველგან, მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და ნახავთ, რა შეუძლია თეატრს, - ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა ხელოვანების საპროტესტიო მანიფესტზე განაცხადა.
ეს ადამიანები არიან დაპატიმრებული. სწორედ ამიტომ ვიკრიბებით თეატრის წინ, სადაც ამ ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ. ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. არ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან. პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია. მეტიც, გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არ ვარსებობთ და საერთოდ არ ვაინტერესებთ. დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება, იქ ჩვენ ვიდგებით და გავიმარჯვებთ.
ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ. ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა შემოგვიერთდება. ახლავე, აქვე ვიწყებთ დაანონსებას. ახალი თეატრი გადის რეგიონებში. მივალთ და მივაღწევთ ყველგან. ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ", - განაცხადა დავით დოიაშვილმა.
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის წევრები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს იწყებენ.