აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბთს, 7 იანვარს კვლავ შესთავაზა კანადას აშშ-ის 51-ე შტატად დაემატოს და გამოაქვეყნა რუკები, სადაც ნაჩვენებია კანადა, როგორც აშშ-ის ნაწილი.
7 იანვარს, ტრამპმა გაავრცელა რამდენიმე პოსტი სოციალურ ქსელში შეერთებული შტატებისა და კანადის რუკით ერთ ფერში, წარწერით "ამერიკის შეერთებული შტატები", მეორე კი შეერთებული შტატებისა და კანადის გამოსახულებით, რომელიც დაფარულია ამერიკის დროშით.
შეგახსენებთ, მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ კანადურ საქონელზე 25-პროცენტიან ტარიფებს დააწესებდა, ოტავა კი ვაჭრობისა და იმიგრაციის საკითხის ვერგადაჭრაში დაადანაშაულა.
ტრუდოსა და ტრამპს შორის მოლაპარაკებები ამ საფრთხეების ფონზე გამორჩეული იყო ტრამპის არაერთგზის ხუმრობით კანადაზე, როგორც „ამერიკის 51-ე შტატზე“.
ამასთან დაკავშირებით, ჯასტინ ტრუდომ, რომელმაც კანადის პრემიერის პოსტიდან გადადგომის შესახებ ცოტა ხნი წინ განაცხადა, აღნიშნა: "მცირე შანსიც არ არსებობს, რომ კანადა შეერთებული შტატების ნაწილი გახდეს".