დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს.
“დემოკრატიულმა ერებმა ივანიშვილის რეჟიმის იზოლირება უნდა მოახდინონ - არავითარი მაღალი დონის შეხვედრები მანამ, სანამ თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება!
ე.წ. ქართული “ოცნება” დემოკრატიის სირცხვილია. ივანიშვილი და მისი მეგობრები საქართველოს მართავენ ლეგიტიმურობის გარეშე, თავისუფალი არჩევნების აბუჩად აგდებით,” - წერს იუკნევიჩიენე.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელი კონგრესმენმა, ჯო უილსონმა და კიდევ 43-მა პოლიტიკოსმა, ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს განცხადებით მიმართეს და მოუწოდეს “ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან”.