FOX News-ის პროდიუსერი და რედაქტორი, ნანა საჯაია წერს, რომ დღეს კონგრესში "ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარადგენენ.
მისი თქმით, კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება.
"დღეს კონგრესში “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ.
კანონ-პროექტის ავტორები კონგრესმენები ჯო უილსონი (ესპუბლიკელი სამხრეთ კაროლინიდან) და სტივ კოენი (დემოკრატი ტენესიდან) არიან.
ჩვენს მიერ მოპოვებული კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება "ქართული ოცნების" მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება.
აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და, მთლიანად, ქართული ოცნების მთავრობაზე.
კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა.
კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.
ავტორებს პრეცენდენტად კონგრესმენ უილსონის მიერ 2023-ში წარდგენილი “ასადის მთავრობის არაღიარების აქტი” მოჰყავთ. მას კონგრესმა კენჭი შარშან თებერვალში უყარა და 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, სენატის მიერ (NDAA-ს ნაწილად) დამტკიცების შემდეგ, მას ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა და კანონი ძალაში შევიდა", - წერს საჯაია.