გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე 45-მდე პოლიტიკოსის ოფიციალურ განცხადებას აზიარებს და წერს, რომ საქართველოს მეგობრები დემოკრატიულ მთავრობებს მოუწოდებენ, ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრები არ ჩაატარონ.
„საქართველოს მეგობრების გლობალურ ალიანსთან ერთად მოვუწოდებ მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან, სანამ ის არ დათანხმდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანი სანქციების დაწესებას." - წერს როთი.
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელი კონგრესმენმა, ჯო უილსონმა და კიდევ 43-მა პოლიტიკოსმა, ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებს განცხადებით მიმართეს და მოუწოდეს“ყველა თავისუფალ მთავრობას, თავი შეიკავონ ივანიშვილის რეჟიმთან მაღალი დონის შეხვედრებისგან”.