18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობა გაიმართება:
"შეშფოთებულები ვართ იმ განსაკუთრებული სისასტიკით, რომელსაც ამ დღეებში იყენებენ ჩვენი ახალგაზრდების წინააღმდეგ. ვგმობთ ძალადობას დემონსტრანტებზე, რომლებიც დგანან საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე.
დღეს, 2 დეკემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების ორგანიზებით იგეგმება მსვლელობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან რუსთაველის პროსპექტის მიმართულებით".- ნათქვამია უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები განცხადებაში.