უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ აქვს საკმარისი ძალა ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ამის შესახებ ზელენსკიმ Kyodo News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკიმ დაუშვა კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის შესაძლებლობა, მაგრამ მხოლოდ რუსეთის მხრიდან თავდაუსხმელობის გარანტიების შემთხვევაში.
"ჩვენ არ გვყოფნის ძალა ყირიმის დასაბრუნებლად. ჩვენს არმიას ამჟამად არასაკმარისი ძალა აქვს, ეს ასეა. დიახ, ჩვენ უნდა ვიპოვოთ დიპლომატიური გამოსავალი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავიგებთ, რომ იმდენად ძლიერები ვართ, ისინი არ დაიწყებენ ახალ აგრესიას, მხოლოდ მაშინ შეიძლება სხვა დიპლომატიურ ნაბიჯებზე ფიქრი“, – განაცხადა ზელენსკიმ.