საქართველოში მიმდინარე მოვლენები გვაგონებს იმას, რაც მოხდა 2013 წელს კიევში, “მაიდანზე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა და აღნიშნა, რომ მოსკოვი არ ერევა ამ პროცესებში.
"სიტუაციის შერყევის მცდელობაა. მსგავსი მოვლენები ბევრ ქვეყანაში გვინახავს. შეგვიძლია, პირდაპირ პარალელები გავავლოთ უკრაინაში მაიდანზე განხორციელებულ მოვლენებთან. სახეზეა ნარინჯისფერი რევოლუციის განხორციელების მცდელობის ყველა ნიშანი", - თქვა კრემლის სპიკერმა.
მისივე თქმით, ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ქვეყნის შიდა საქმეა.
პესკოვის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ვითარების სტაბილიზაციას და სიშვიდის დასაბრუნებლად.