საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „ლიონის“ ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე კვირას, ლიონი-ნიცას მატჩის დასრულების შემდეგ, საკუთარ სახლში გაძარცვეს. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ბოროტმოქმედები ფეხბურთელს საკუთარი სახლის ავტოსადგომთან დახვდნენ და აიძულეს რომ სახლის კარი გაეღო. ქართველი ფეხბურთელის სახლიდან მაჯის საათები და სხვა ძვირადღირებული ნივთები წაიღეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით ნაძარცვის ღირებულება 150 000-დან 200 000 ევრომდეა.
მძარცველები პოლიციის მისვლამდე გაუქცნენ. სამართალდამცველები მათ ამ დრომდე ეძებენ.