საქართველოს პრეზიდენტი სალო ზურაბიშვილი ეხმიანება შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროს ინსტრუქტორის, გიორგი გაბეხაძოს გადაწყვეტილებას, რომელმაც თანამდებობა დატოვა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ უნდა იყოთ, თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ!" - წერს პრეზიდენტი.