ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, არსებულ ვითარებაში შანსი არ არსებობს საქართველოსთვის ეს მოხდეს, - ამის შესახებ გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი X-ზე წერს.
"პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე 24 საათით იყო ჩამოსული თბილისში. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) მოითხოვს პარლამენტის თანხმობას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. ამჟამინდელ ვითარებაში, საქართველოსთვის ამის შანსი არ არსებობს", - წერს ფიშერი.