პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მოსაწვევები უკვე გავგზავნე გუშინწინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულები არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები.
რაც შეეხება ელჩებს, ისინი მოწვეული არ არიან პირველ სხდომაზე, ვინაიდან ეს გახლავთ ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც შეეხება არჩევნებს და პარლამენტის პირველ სხდომას, მათ შორის, უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით. მნიშვნელოვანია, რომ ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.