„მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია.“- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
თინა ბოკუჩავა შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან თქვა, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე მიწვეული არ არის დიპლომატიური კორპუსი.
ბოკუჩავას თქმით, ქვეყნის ხსნა ხელახალი არჩევენებია.
„მატყუარა ივანიშვილის მატყუარა დამქაში პაპუაშვილის სახით ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ მათ არ მიიწვიეს დიპლომატიური კორპუსი. დიპლომატიური კორპუსი უარს აცხადებს მივიდეს პარლამენტის სხდომაზე, რომელსაც არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, სამაგიეროდ შეეძლოთ მიეწვიათ ვლადიმირ პუტინი ან ნიკარაგუას ორტეგა, ან ვენესუელას მადურო, ეს არის სწორედ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლის პირისპირაც დატოვა ივანიშვილმა საქართველო. ჩვენი ერთადერთი ხსნა ამ საერთაშორისო იზოლაციისგან არის ხელახალი არჩევნები, სადაც აისახება ქართველი ხალხის თავისუფალი ნება და ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს საერთაშორისო მეგობრებს და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ