ავღანეთის “თალიბანი” ავღანეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ პირველად გაერო-ს კლიმატის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. იუწყება Reuters.
აზერბაიჯანმა „თალიბანის“ წარმომადგენლები დამკვირვებლების სახით მიიწვია.
მოწვევის შედეგად, თალიბანის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში და გამართონ ორმხრივი შეხვედრები.
კონფერენცია, რომელიც ცნობილია სახელწოდებით COP29, 11 ნოემბერს დაიწყება აზერბაიჯანში და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მრავალმხრივ მოლაპარაკებებს „თალიბანის“ მონაწილეობით, რომელსაც არ აქვს ოფიციალური აღიარება, როგორც ავღანეთის კანონიერ მმართველს.
გაერო-ს წევრი ქვეყნები არ ცნობენ „თალიბანს“ ავღანეთის ოფიციალურ მთავრობად ქალების წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო.
თუმცა, 2021 წელს ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, „თალიბანმა“ მონაწილეობა მიიღო გაერო-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში ავღანეთთან დაკავშირებით კატარში და ასევე დაესწრო ფორუმებს ჩინეთსა და ცენტრალურ აზიაში.
COP29, მხარეების 29-ე კონფრენცია (Conference of the Parties) 11 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე ჩატარდება.
კონფერენციის მონაწილე ლიდერებს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებენ.
ბაქოში დაგეგმილ კონფეროენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით.