აშშ-სგან ქართველ ხალხს გვაქვს მკაფიო განაცხადი, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმით ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატო-სკენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
„ჩვენი მეგობრებისგან ევროკავშირისგან და შეერთებული შტატებისგან მკაფიო განაცხადი გვაქვს ქართველ ხალხს, რომ ამ რეჟიმით, “ქართული ოცნებით” ქართველ ხალხს ჩაკეტილი აქვს გზა ევროკავშირისაკენ და ნატო-სკენ. ეს არის ყველაზე მკაფიო არჩევანი დამოუკიდებლობის 33 წლის განმავლობაში, რაც გველოდება 26 ოქტომბერს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერმა განაცხადა: „ევროკავშირმაც და ჩვენც ცხადად ვთქვით,რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოჰყვებოდა”.