რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მიერ ნავთობის ტანკერის დაკავებას ეხმიანება. უწყების განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ხელი არ უნდა შეუშალოს დაკავებული გემ Marinera-დან რუსების სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას.
„ეკიპაჟში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაციის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, რომ ამერიკულმა მხარემ უზრუნველყოს მათ მიმართ ჰუმანური და ღირსეული მოპყრობა, მკაცრად პატივი სცეს მათ უფლებებსა და ინტერესებს და ხელი არ შეუშალოს მათ სამშობლოში სწრაფ დაბრუნებას“, - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, ორკვირიანი დევნის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა ატლანტის ოკეანეში ვენესუელასთან დაკავშირებული, რუსულკი დრშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera დააკავა.